რეზონანსი
24.01.2024

ეს არის უსუსური მცდელობა, როგორც ქალბატონი ხიდაშელისგან, ასევე ყველა მისი დამცველისგან და რადიკალური ოპოზიციისგან, რომ რამენაირად გაამართლონ ჩვენი ქვეყნისადმი ის მტრულად განწყობილი განცხადებები, რაც მოვისმინეთ ამ ქალბატონისგან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა

„როგორ, ტაივანის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ენჯეოს წარმომადგენელი რომ საუბრობს ისეთ საკითხებზე, რაც საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობებს ეხება, ეს არ არის ჩვენი ქვეყნის და საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული კავშირის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები? რატომ ერიდება, გამოვიდეს და განაცხადოს - ის აღიარებს ერთიანი ჩინეთის მოცემულობას, თუ - არ აღიარებს?“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

თინა ხიდაშელის ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და ბოლო დღეებში მის დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ხიდაშელი ტაივანთან კავშირს ადასტურებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ოფიციალური წყაროებიდან დაფინანსება არ მიუღია. ამ ფონზე კი ცნობილია, რომ ფონდი, რომელთანაც თინა ხიდაშელის ორგანიზაცია თანამშრომლობს, ტაივანის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის შექმნილი. ტაივანს კი, ოფიციალური ინფორმაციით, გაეროს წევრი სახელმწიფოების უმეტესობა არ აღიარებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 19 იანვარს განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს.

„მისი ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×