რეზონანსი
24.01.2024

„გამარჯვების კოალიციამ“, სულ მცირე, 40 პროცენტი უნდა აიღოს, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს. ეს მიზანი გვაქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, უნდა არსებობდეს მესამე პოლიტიკური ცენტრიც, რათა „ნაცმოძრაობა“ ვისაც არ მოსწონს, ჰქონდეს შესაძლებლობა, სხვა აირჩიოს.

„მესამე ცენტრიც უნდა არსებობდეს. „ნაცმოძრაობა“ ვისაც არ მოსწონს, სხვა აირჩიოს. მესამე ცენტრთან ჩვენ რა შუაში ვართ. „გამარჯვების კოალიციამ“, სულ მცირე, 40 პროცენტი უნდა აიღოს, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და ეს მიზანი გვაქვს. ჩვენ არავის ვაქილიკებთ. ერთიანობა გვჭირდება გაყალბების წინააღმდეგ და ევროპისკენ სვლა. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ საერთო ენის გამონახვა არ გაგვიჭირდება. ჩვენი მთავარი ხაზი იქნება ის, რომ სიძულვილის ენა არ იყოს, არც საზოგადოების დახლეჩა, არც დაპირისპირება. მათ ყველა გამოხტომას და ზიზღის ენას ვუპასუხებთ – თავდაჭერილობით, სიყვარულით და სიკეთით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×