რეზონანსი
24.01.2024

ყველაფერს, რასაც „ხალხის ძალა“ ამბობს, საფუძველი აქვს, ეს ჰაერიდან მოტანილი არაა. ვიცით იმ ადამიანების გვარები, ვინც ქუჩაში გამოიყვანეს და დახვრიტეს, წამებაში მოკლეს, შეურაცხყვეს, ღირსება ან ქონება წაართვეს და ა.შ. მიუხედავად ამისა, რეჟიმის გასამართლება დამატებით ტურბულენტობას შესძენს ჩვენს ისედაც დაძაბულ სიტუაციას. პრეზიდენტი იხდის სასჯელს, პრემიერ-მინისტრი, მთელი რიგი საკვანძო ფიგურები - 80-ზე მეტი ადამიანი არის გასამართლებული იმ სადისტობისთვის, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„2008 წლის ომთან და ომის წინა პერიოდთან დაკავშირებით პოლიტიკურად პრაქტიკულად ყველაფერი გაანალიზებულია და საზოგადოებამ თავისი დამოკიდებულება გამოხატა. საკმაოდ ბევრი კითხვა ჩამოვთვალე, რომლებიც შეიძლება დაუსვა იმ პერიოდის ხელმძღვანელებს და მოითხოვო პასუხი, ვთქვათ, რატომ არ იყო გამოყვანილი მშვიდობიანი მოსახლეობა იმ ზონიდან, სადაც გარდაუვალი ომი იყო არა თუ ნაწინასწარმეტყველები, არამედ რეალურად იმ გეოგრაფიულ მდებარეობას არანაირად ასცდებოდა საომარი მოქმედებები. 80-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა ამ საომარი მოქმედებების გამო და არავის უზრუნია იმაზე, რომ მათთვის ან დერეფანი გაეკეთებინა, ან ისინი რამდენიმე დღით ადრე გაეფრთხილებინათ მაინც. რომ არა კონკრეტული პირების ვაჟკაცობა, იმ პერიოდის ადმინისტრაციის წარმომადგენლების, ცხინვალის რეგიონის მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრ თამაზ ბესტაევის, რომლებმაც ბრძანების გარეშე, თვითნებურად გამოიყვანეს და ევაკუაცია მოახდინეს, მსხვერპლი იქნებოდა გაცილებით დიდი. ყოველ წუთში მტკიცება, რომ რუსეთი არ მონაწილეობს და რუსეთს ინტერესი არ აქვს, იძლევა ცხინვალის რეგიონს და თუ რამეს გადაწყვეტს, მის ტანკებს როსტოვამდე გავეკიდებით, ბოლო მომენტამდე იმის არაღიარება, რომ რუსეთი არის ჩართული ამ პროცესებში, არის ის სფერო, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. თუმცა, ეს ხალხისთვის უკვე ცნობილია. „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებიც არიან ჩვენი თანამოქალაქეები და მათზეც უნდა ვიზრუნოთ. ასე რომ, პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა საერთაშორისო სასამართლოებში ამ საკითხის შეტანით. მიუხედავად იმისა, რომ გადამალული იყო მტკიცებულებები, ისინი მოიპოვეს და არაერთ საერთაშორისო სასამართლოში დავამტკიცეთ იმის საწინააღმდეგო, რასაც „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებდა. ახლა გათვლა კეთდება ახალგაზრდა თაობაზე, რომელსაც იმ პერიოდთან ემოციური კავშირი არ გააჩნია. მათი მოტყუების მთელი სისტემაა ჩამოყალიბებული. ამიტომ ყველაფერს, რასაც „ხალხის ძალა“ ამბობს, საფუძველი აქვს, ეს ჰაერიდან მოტანილი არაა. ვიცით იმ ადამიანების გვარები, ვინც ქუჩაში გამოიყვანეს და დახვრიტეს, წამებაში მოკლეს, შეურაცხყვეს, ღირსება ან ქონება წაართვეს და ა.შ. მიუხედავად ამისა, რეჟიმის გასამართლება დამატებით ტურბულენტობას შესძენს ჩვენს ისედაც დაძაბულ სიტუაციას. პრეზიდენტი იხდის სასჯელს, პრემიერ-მინისტრი, მთელი რიგი საკვანძო ფიგურები - 80-ზე მეტი ადამიანი არის გასამართლებული იმ სადისტობისთვის“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

„ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ „ლელოს“, ვაშაძე - გახარიას პარტიების, „ევროპული საქართველოს“, „გირჩი მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტული პარტიის“ გასამართლებას ითხოვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×