რეზონანსი
24.01.2024

რომელიც მთავარ გზამკვლევად ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას არ ირჩევს, ომში ექაჩება ქვეყანას და ამართლებს მიხეილს სააკაშვილისა თუ მისი პარტიის ქმედებას, რა თქმა უნდა, თანამონაწილენი არიან დანაშაულის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„პასუხისმგებლობა არამხოლოდ დანაშაულის ჩამდენს, არამედ ხელშემწყობსაც და იმასაც ეკისრება, ვინც ფარავს დანაშაულს. როდესაც ერთი კაბინეტიდან მართული მთელი ეს სტრუქტურა ემსახურება ერთ მიზანს, რა თქმა უნდა თითოეული მათგანის პასუხისმგებლობა იქნება. „ქართულმა ოცნებამ“, ძალიან ბევრი გააკეთა, იგივე ჰააგის სასამართლოში და სტრასბურგში, როდესაც საქართველოს პოზიციები გაამყარეს. დღეს არ არის საკმარისი, რომ მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი, ის რომ ექსპრეზიდენტი არის საპყრობილეში (თუმცა ის ციხეშიც არაა, ოროთახიან ლუქსპალატაშია წამოწოლილი) მათი სამზადისი, საარჩევნო ქრონიკა იქნება იგივე - თავიდან ატეხავენ ამბავს, რომ მმართველ გუნდს დაამარცხებენ და ბოლოს ქუჩაში აღმოჩნდებიან მარტო. საზოგადოება მათთან არ დგას და ამბობენ, რომ არჩევნები გაუყალბეს. „ნაცმოძრაობა“ და მის გარშემო დიდი თუ პატარა ასოცირებული წევრები რომ მუდმივად არ იყოს ქვეყნის პრობლემა, მათ სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი. არამხოლოდ პიროვნებებმა, არამედ პარტიაც უნდა გასამართლდეს. გინდ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაარქვით და გინდ „ლელო“, აბსოლუტურად არაფერი სხვაობა არ არის მათში. ის, რომელიც მთავარ გზამკვლევად ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას არ ირჩევს, ომში ექაჩება ქვეყანას და ამართლებს მიხეილს სააკაშვილისა თუ მისი პარტიის ქმედებას, რა თქმა უნდა, თანამონაწილენი არიან ამ დანაშაულის“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×