რეზონანსი
25.01.2024

ექიმები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან - რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები ხვალ, 3 საათზე ქუჩაში გავლენ. თეთრხალათიანები უსამსახუროდ დარჩენას გააპროტესტებენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვენ მთავრობას, შეცვალონ ქალაქის მთავარი საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება.

"მედიკოსები უწყვეტ რეჟიმში აქციების გამართვას მთავრობის სახლთანა და ყველა სახელმწიფო უწყებასთან აანონსებენ. ექიმი მალხაზ გოგუა "ტვ პირველის" ეთერიდან მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საჭიროა, საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენელმა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების უფლებები დაიცვან.

ჩვენ ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, სანამ რამე არ გაირკვევა. დღეს აქ ვართ და ხვალ იქნება ცოტა დიდი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. ვიცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროში რაღაც საკითხები არ განიხილება, ამიტომ აქციები მთავრობის სახლთან დაიგეგმება და შეიძლება, აქციებმა მკაცრი, რადიკალური სახე მიიღოს. ვაპირებთ სახელმწიფოს ყველა უწყებასტან მისვლას და აქციას. მოსახლეობას მოვუწოდებ, ჩაერთონ პროტესტში. ეს არ არის მხოლოდ რესპუბლიკურის თანამშრომლებისა და ექიმების საქმე, ეს საზოგადოებასაც ეხება, რადგან ქვეყანა შესაძლოა, დარჩეს მთავარი საავადმყოფოს გარეშე", - ამბობს ექიმი მალხაზ გოგუა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×