რეზონანსი
25.01.2024

კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება", აცდენილია რეალობას - იმდენად გამდიდრდნენ, იმდენად გაზულუქდნენ, რომ აღარ აწუხებთ ხალხის პრობლემები, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს 2024 წლის არჩევნების შედეგად, ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს.

„კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება" აცდენილია რეალობას, მოწყვეტილი არიან ხალხის პრობლემებს. არაადეკვატურები არიან, აცდნენ საერთოდ რეალობას, იმიტომ, რომ იმდენად გამდიდრდნენ, იმდენად გაზულუქდნენ, რომ აღარ აწუხებთ ხალხის პრობლემები. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი წელი იქნება ხალხის დიდი გამარჯვება, საქართველოში აღარ იქნება ოლიგარქიული მმართველობა. იქნება კოალიციური მმართველობა, რომელიც იზრუნებს ხალხის სასიკეთოდ, შემოიტანს ინვესტიციებს, შექმნის სამუშაო ადგილებს და ქვეყანა წავა წინ. ვის რამდენი მანდატი ექნება? ჩვენ მანდატების გასანაწილებლად არ ვიბრძვით ამ არჩევნებში. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული მომავალი, მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხალხს შევუქმნათ სამუშაო ადგილები," - განაცხადა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×