რეზონანსი
25.01.2024

ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს ინგოროყვას სახელობის კლინიკაში დაუდასტურეს.

25 წლამდე ასაკის კაცი ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხდარს წინ უძღოდა დაპირისპირება, თუმცა ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციითვე, ახალგაზრდას ჭრილობები მისივე მეგობარმა მიაყენა. ჯერჯერობით შსს-ს მომხდარზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×