რეზონანსი
25.01.2024

ეს ყველაფერი არის ერთი კამპანიის ნაწილი, ისევე როგორც გასულ წელს და იმის წინ, როდესაც იყენებდნენ მედიას და ძალიან ხშირად ავრცელებდნენ დეზინფორმაციის ქვეყნის შესახებ. ეს ქმნიდა მცდარ აღქმებს საქართველოსთან დაკავშირებით და ეს იყო ძალიან დამაზიანებელი, თუმცა ამის საფუძველი ასევე იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები, არასამთავრობო სექტორის, მთელი რიგი ორგანიზაციების კვლევები, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში" აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის შესახებ გაკეთებულ შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ისინი, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უშლიან ხელს, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ.

„ეს ყველაფერი არის ერთიანი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამ ქვეყნის სტრატეგიული მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია და როდესაც შენ უპირისპირდები ამ სტრატეგიულ მიზანს და ამ სტრატეგიულ მიზანს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აქცევ, ესე იგი უპირისპირდები ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ეს კოორდინირებული ქმედებები მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. არ შემოვიფარგლები რაღაც კონკრეტული საკითხით. ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×