რეზონანსი
25.01.2024

იმ თანამშრომლებს, რომლებიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან დასაქმებული, სამინისტრო 12 თვიან კომპენსაციას სთავაზობს. თუ ისინი პარალელურად სხვა სამსახურში მუშაობენ, ამ შემთხვევაში 4 თვის კომპენსაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის შეთავაზებების პროცესი უკვე დაიწყო.

„იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ გააგრძელონ სამუშაო თავისი პროფესიით, ამ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით ვსაუბრობ, მათ გარანტირებულად ექნებათ შეთავაზებული იგივე ტიპის, იგივე თანამდებობის სამუშაო სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. თუ ვერ შევთავაზებთ, ან ეს შეთავაზება არ იქნება მათთვის დამაკმაყოფილებელი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სთავაზობს მათ სამი წლის განმავლობაში, რეგულარულად იგივე ხელფასის ანაზღაურებას, რაც ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჰქონდათ.

გუშინ დაიწყო მათთვის ოფიციალურად მათთვის შეთავაზებების გაკეთება, იურიდიულად, წერილობითი ფორმით. პერსონალის თითქმის ნახევარს შეთავაზება ოფიციალურად აქვს მიღებული და მათ აქვთ ორკვირიანი ვადა იმისთვის, რომ უპასუხონ მენეჯმენტს, რომელი საკომპენსაციო გეგმით ისარგებლებენ. ვფიქრობ, აქტიურად მიმდინარეობს ეს პროცესი და ამ კვირის ბოლომდე ყველა თანამშრომელს ეს შეთავაზება უკვე გაკეთებული უნდა ჰქონდეს. არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც კონკრეტულმა თანამშრომლებმა არჩევანი უკვე გააკეთეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ დაიწყო შეთავაზების პროცესი, მათაც გარკვეული დრო დასჭირდებათ იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ", - აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×