რეზონანსი
25.01.2024

საპარლამენტო უმრავლესობა კი ამბობს, რა საჭიროა „ნაცმოძრაობის" გასამართლებაო, რადგან იქნება არჩევნები. არჩევნებს თავის ფუნქცია აქვს, მაგრამ თუ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, აუცილებელია ამ ძალის გასამართლება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში ისეთი ადამიანები არიან შეკრებილები, რომლებსაც საზოგადოებაში არანაირი ნდობა არ აქვთ და ამ დროს ქვეყნის გარედან ქართულ საზოგადოებას თავს ახვევენ იმას, რომ ამ ადამიანებმა უნდა შეცვალონ ხელისუფლება და შექმნან კოალიციური მთავრობა.

„როგორი არ უნდა იყოს ლიდერი და ხელისუფალი, ამის თვალსაჩინო მაგალითია სააკაშვილი. წარმოიდგინეთ, როგორი აღქმაა ქართულ საზოგადოებაში აღმაშენებელთან დაკავშირებით და ამ დროს მანჯგალაძე და ვაშაძე არქმევენ თავიანთ პარტიას აღმაშენებელს. ჩემი აზრით, რაღაც კანონით კი უნდა მივიღოთ, რომ არ შეიძლებოდეს ასე ყველაფრის დარქმევა. როგორ შეიძლება მანჯგალაძეზე და ვაშაძეზე გქონდეს აღმაშენებლის ასოციაცია. ამიტომაც იღებს 2%-ს და უცხოელმა მოუგო არჩევნები. გავაგრძელებ - "ლელო", რაგბის გულშემატკივრისთვის ამ სიტყვასთან როგორი ემოციაა დაკავშირებული და წარმოიდგინეთ ეს "ლუზერების" კრებული, არასდროს არაფერი რომ არ მოუგიათ და დაირქვეს "ლელო", რითაც შეურაცხყოფას აყენებენ ამ ხალხს, რადგან რა საერთო აქვს გამარჯვებასთან ამ შეკრებას?

გავაგრძელოთ - ხაბეიშვილი, გვახსოვს მისი სამარცხვინო გამოხტომა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, არც ფეხბურთი იცის, არც სიმღერა იცის, არც "დინამო" იცის, არაფერი არ იცის და შეურაცხყოფა მიაყენა ფეხბურთსაც, "დინამოსაც", ვაჟა აზარაშვილსაც. აი ეს ადამიანები არიან წარმოდგენილები და ქვეყნის გარედან გვახვევენ თავს, რომ ამ ადამიანებმა უნდა შექმნან კოალიციური მთავრობა და შეცვალონ ხელისუფლება.

ჩვენი მეორე წერილი ამას ეხება, რომ ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა". გახარია რომ გამოდის და ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს, შე დალოცვილიშვილო, ჩვენთან ერთად არ იყავი წლების განმავლობაში? საერთოდ ვინმე გიცნობდა? რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილს იწვევ დებატებში? ვინ ხარ, რას წარმოადგენ საერთოდ? ხომ ყველამ ვნახეთ მისი მხდალი გადაწყვეტილება და ესეც სიმხდალესთან ერთად იყო სწორედ ის, რომ ქვეყნის გარედან წამოსული დავალება შეასრულა. წინა დღეს ერთს ამბობდა და მეორე დღეს შეშინებული სახით გადადგა თანამდებობიდან ისე, რომ პასუხიც არ გაგვცა უმრავლესობას. თუ ასეთი ვაჟკაცია და დებატებში იწვევს ბიძინა ივანიშვილს, მანამდე ჩვენთან მოსულიყო და დაგვლაპარაკებოდა, გადაფარებული რომ ვიყავით მასზე მთელი უმრავლესობა და კბილებით რომ ვიცავდით.

საპარლამენტო უმრავლესობა კი ამბობს, რა საჭიროა „ნაცმოძრაობის" გასამართლებაო, რადგან იქნება არჩევნები. არჩევნებს თავის ფუნქცია აქვს, მაგრამ თუ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, აუცილებელია ამ ძალის გასამართლება," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×