რეზონანსი
25.01.2024

შედგა შეთანხმება, რასაც ხელი მოეწერა მარინა ხატიაშვილის და ასვე, დარეჯან დვალის მიერ. თუმცა გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები აქვთ და ცდილობენ რომ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ და ეს შფოთი გააგრძელონ, ზემოქმედებენ ქალბატონ მარინა ხატიაშვილზე, - ამის შესახებ დარეჯან დვალის ადვოკატმა, გიორგი სუხიტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარეჯან დვალი ყველანაირ კომპრომისზე წავიდა.

„მარინა ხატიაშვილმა დღეს დილიდან დაიწყო გარკვეულად პოზიციების ცვლილება, მოითხოვა დამატებით ნოტარიუსთან ამ ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ არც ამაზე ვართ წინააღმდეგი, თუმცა მისგან პერიოდულად პოზიციების ცვლილება ხდება. მოვუწოდებთ მას, რომ გაჰყვეს ისევ მორიგებას. განახევრებულ ფასში, ყველანაირი დაკლებით, შემცირებით, ყველანაირ კომპრომისზე წასვლით აბსოლუტურად ყველაფერს დათანხმდა დარეჯან დვალი", - აღნიშნა გიორგი სუხიტაშვილმა.

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ დარეჯან დვალის ადვოკატმა გადაცემა „იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.

23 იანვარს აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, თბილისში, კეკელიძის პირველი ნომრიდან ოჯახი გამოასახლა. გამოსახლების პროცესში პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×