რეზონანსი
27.01.2024

ოპოზიციის რადიკალურად დაბალი რეიტინგები შემთხვევითი არაა. ეს არის დამსახურებული სწორედ მათი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ფაქტია, რომ ასეთი სუსტი ოპოზიცია საქართველოს არ ჰყოლია. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის ოპოზიციაში უნდა ჩადგნენ. შესაბამისად, ის მათი რადიკალურად დაბალი რეიტინგები შემთხვევითი არაა. ეს არის დამსახურებული სწორედ მათი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე. ერთადერთი, რაზეც ახლა ისინი ფიქრობენ, არის ის, როგორმე გადალაგდნენ ისე, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. სხვა მიზანი და ამოცანა მომდევნო არჩევნებზე, როგორც ჩანს, მათ არ გააჩნიათ", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×