რეზონანსი
27.01.2024

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, მეგობარი ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლოს, ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვინც პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას, არავინ უნდა შეხვდეს პრეზიდენტად წოდებულს, რომელიც ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას.

„ასეა და ასეც უნდა იყოს! ვინც პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, არავინ არ უნდა შეხვდეს ამ პრეზიდენტად წოდებულს, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას!

სჩადის დანაშაულს მოუწოდებს რა მომიტინგე-ვანდალებს! უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან, საკუთარი ქვეყნის სამართალდამცველების ცოცხლად დაწვისა და ფიზიკურად გასწორებისაკენ..." - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×