რეზონანსი
27.01.2024

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება და მასთან ერთად ლენინგრადის გათავისუფლების 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს საბჭოს სხდომას გამართავენ, სადაც 2024-2026 წლების გეგმებს განიხილავენ და 2021-2023 წლების შედეგებს შეაჯამებენ. რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხების შესახებაც ისაუბრებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×