რეზონანსი
27.01.2024

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საკმაოდ პოზიტიურია ეკონომიკური, სავაჭრო, მეგობრული და დიპლომატიური ურთიერთობების განვითარება სომხეთთან.

მისი თქმით, საგანგებოდ მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან.

„საკმაოდ პოზიტიურია ეკონომიკური, სავაჭრო, მეგობრული, დიპლომატიური ურთიერთობების განვითარება სომხეთთან და საგანგებოდ მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან. სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი ჩვენ ასევე გვაძლევს საშუალებას, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ თბილისში შეიძლება მოხდეს საერთაშორისო მნიშვნელოვანი თემის თავმოყრა, რაც არის სტაბილურობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×