რეზონანსი
27.01.2024

ცნობილია თემატიკა, რის ირგვლივაც გაიშლება მსჯელობა და იქ გამოჩნდება, რა იქნება ყველაზე ოპტიმალური ხერხი, მეთოდი ან ფორმატი, რომ რაც შეიძლება ეფექტიანი იყოს მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მისი მოლოდინია, რომ ოპოზიციის სამი კატეგორია გამოიკვეთება.

„ მეჩვენება, რომ სამი კატეგორია იქნება ოპოზიციის მხრიდან. ამაში ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც შეიძლება იყვნენ პრაქტიკულად გაიგივებული ოპოზიციასთან, მათი ფორმალური სტატუსის მიუხედავად. ოპოზიციის ერთი ნაწილი ალბათ იქნება გულწრფელად მონდომებული. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით, ეს იქნება ყველაზე მცირე ნაწილი. იქნებიან ოპოზიციონერები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავენ მონაწილეობას და იქნებიან ოპოზიციონერები, რომლებისთვისაც ექნებათ ერთადერთი მიზანი, რეალურად ხელი შეუშალონ, არ უგულშემატკივრონ ქვეყნის წინსვლას ამ მიმართულებით, ფორმალურად კი ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს პოზიტიურ წვლილს შეიტანენ ამ პროცესში. ეს არის მთავარი მოლოდინი, რომელიც პირადად მე მაქვს. ღმერთმა ქნას, მეშლებოდეს და ყველა იყოს კონსტრუქციულად განწყობილი. რაც შეეხება შეთავაზებას, ეს ყველაფერი გამოჩნდება შეხვედრაზე, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით უმრავლესობის, საპარლამენტო ოპოზიციისა და მესამე სექტორის მონაწილეობით, 29 იანვარს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 9 პუნქტის შესრულება ოფიციალურმა ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ განუსაზღვრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×