რეზონანსი
27.01.2024

მამუკა ხაზარაძის წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აცხადებს ხაზარაძე ისეთივე პოლიტიკურ დაპირებებს გასცემს, როგორი თაღლითია სამართლებრივად.

„პოლიტიკური ჩარჩი" მათემატიკაშიც ჩარჩია... ეს ხანდაზმული თაღლითი პირობას დებს, რომ პენსიას 1000 ლარამდე გაზრდის. ანუ საქართველოში 838 000 პენსიონერია და შესაბამისად- თვიურად საპენსიო ფონდი 838 000 000 ლარი გამოვა, ხოლო წელიწადში 11 მილიარდ ლარს მიაღწევს.

რა გამოდის, რომ საქართველოს ბიუჯეტის 35% საპენსიო ფონდი უნდა იყოს? როგორ? რანაირად? ჯანდაცვა, სოცუზრუნველყოფა, თავდაცვა, განათლება, ადმინისტრაციული ხარჯები?!

მოკლედ, რა თაღლითებიც სამართლებრივად არიან, ისეთივე პოლიტიკურ დაპირებებს გასცემენ. P.S. მიდი მამუკა, შენი რა მიდის?! ჭკუათმყოფელი შენ ხმას, მაინც არ მოგცემს და 1500 ლარი გახადე რა პრობლემაა?!" - წერს ზურაბ ქადაგიძე FACEBOOK-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×