რეზონანსი
28.01.2024

„ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით სამუშაო პროცესში ოპოზიციამ კვლავ პრობლემები შექმნას. ამის შესახებ დეპუტატმა „ქრონიკასთან" ისაუბრა.

„გეგმის მიხედვით ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ყველანაირი ფორმატი არის შექმნილი. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. თუმცა ჩვენ გასული წლის გამოცდილებიდან ვიცით, რომ მათ არამც თუ მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრებში, არამედ პირიქით - ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ამ მუშაობაში. არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ქმედებები ახლაც იყოს", - აღნიშნა სეფაშვილმა.

ხვალ პარლამენტი ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა პუნქტზე მუშაობას დაიწყებს. მხარეები ჯერ სამუშაო ფორმატზე შეთანხმდებიან. შეხვედრას უმრავლესობასთან ერთად ოპოზიცია და მესამე სექტორი უნდა დაესწროს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×