რეზონანსი
28.01.2024

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა, მომეცით უფლება, ეჭვი შევიტანო ოპოზიციის დიდი ნაწილის გულწრფელობაში, რადგან მათ დღემდე სამწუხაროდ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოებულიყო

ამით დეპუტატი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით დაგეგმილ სამუშაო პროცესს გამოეხმაურა.

„ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში. თუმცა მომეცით უფლება, ეჭვი შევიტანო ოპოზიციის დიდი ნაწილის გულწრფელობაში, რადგან მათ დღემდე სამწუხაროდ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოებულიყო და მგონია, რომ არც ახლა გამოიჩენენ განსაკუთრებულ ძალისხმევას. თუ ასეთი რამ იქნება, ეს იქნება ილუზორული მხოლოდ იმიტომ, რომ ცალკეულ საკითხებში საზოგადოებას დაანახონ თავისი მონაწილეობა", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ხვალ პარლამენტი ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა პუნქტზე მუშაობას დაიწყებს. მხარეები ჯერ სამუშაო ფორმატზე შეთანხმდებიან. შეხვედრას უმრავლესობასთან ერთად ოპოზიცია და მესამე სექტორი უნდა დაესწროს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×