რეზონანსი
28.01.2024

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოს „ენჯეო" სექტორის დიდმა ნაწილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ტყუილით, საკუთარ ქვეყანას ისეთი შეფასებები მისცეს, რომელმაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში" საქართველოს მესამე ადგილას ყოფნა გამოიწვია

„მაშინ, როდესაც მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ბევრი გლობალური ორგანიზაციის კვლევებით საქართველო მოწინავე ადგილზეა ევროკავშირში, საქართველოს „ენჯეო" სექტორის დიდმა ნაწილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ტყუილით, საკუთარ ქვეყანას ისეთი შეფასებები მისცეს, რომელმაც გამოიწვია ამ [აღმოსავლეთ პარტნიორობის] ინდექსში საქართველოს მესამე ადგილზე ყოფნა უკრაინის და მოლდოვას შემდეგ. ეს არის სრული აბსურდი და კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, „ენჯეო" სექტორის დიდი ნაწილის მტრული განწყობა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი" რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის" მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. კვლევის მიხედვით, საქართველოს 0,63 ქულა აქვს მინიჭებული. ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა, ხოლო მეორეს უკრაინა იკავებს. კვლევა ეფუძნება სამი ძირითადი მიმართულების შეფასებას. ესენია: დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა, პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება და მდგრადი განვითარება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×