რეზონანსი
28.01.2024

მორიგი ინფრასტრუქტურული პრობლემა იმერეთში - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქარიქედში გზა ჩაინგრა. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება სახიფათოა როგორც ავტომობილებით მოსარგებლეთათვის, ასევე ქვეითებისთვის. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში ბეტონის გზა ისე დააგეს, რომ სანიაღვრე ქსელი არ მოუწესრიგებიათ.

თუმცა, სოფელში პარალიზებული გზა ერთადერთი პრობლემა არ არის. მცოცავი მიწის გამო, დაზიანებულია

საცხოვრებელი ინფრასტრუქტურაც. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებენ.

"მიდის ეს მიწა ქვევით და მიჰყვება გზაც. არ გვაქვს წყალი. წყლის პრობლემაც არის. გზა ასე თუ ისე, ერთი აქ არის დაზიანებული, მეორე შემოსასვლელში. ფაქტობრივად, სოფელი არის მოწყვეტილი რაიონს. მოხუცები არიან მარტო, ან რამე დასჭირდეს, სასწრაფო ან რამე, მართლა მიუვალ სოფლად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი სოფელი იყო," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×