რეზონანსი
28.01.2024

New York Times-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების შუამავლობით მომზადებულია ორეტაპიანი გეგმა, რომელიც ისრაელელი მძევლების გათავისუფლებასა და ღაზის სექტორში ცეცხლის ორი თვით შეწყვეტას ითვალისწინებს.

გამოცემის ცნობით, მომლაპარაკებელთა ჯგუფები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან და სახეზეა „სერიოზული პროგრესი".

პირველ ფაზაში საბრძოლო მოქმედებები 30 დღით უნდა შეწყდეს, რა დროსაც „ჰამასი" გაათავისუფლებს ქალებს, ხანდაზმულებსა და დაჭრილ მძევლებს. ამ პერიოდის განმავლობაში მხარეები იმუშავებენ მეორე ფაზის დეტალებზე, რომელიც კიდევ 30 დღით სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას ითვალისწინებს.

ინფორმაცია მსგავს შეთანხმებაზე მუშაობის შესახებ Axios-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

7 ოქტომბერს, „ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის შედეგად, ტერორისტებმა 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 240-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. ნოემბერში „ჰამასმა" 108 მძევალი ისრაელის ციხეებში მყოფ პალესტინელებზე გადაცვალა. ამჟამად „ჰამასს" 136 მძევალი ჰყავს - 113 კაცი, 20 ქალი და 2 ბავშვი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×