რეზონანსი
28.01.2024

ქართველი ონკოპაციენტები დეპორტაციისთვის ემზადებიან. გერმანიამ საქართველოს მოქალაქეებს მკურნალობაზე უარი უთხრა, რის გამოც, დიდი ალბათობით, ადამიანები იძულებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ. ემიგრანტებს უთხრეს, რომ საქართველოში მათთვის სათანადო სამკურნალო გარემოა, ამიტომ ქართველ პაციენტებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

დეპორტაციის ბრძანება გერმანიაში არაერთ ქართველს მიუვიდა, რომლებიც საქართველოში იქ სწორედ უფას მკურნალობისთვის წავიდნენ. მათ გასაჩივრებისთვის მხოლოდ 7 დღე აქვთ.

ონკოპაციენტებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვეს ინფორმაცია, რა ფნანსდება მატი მკურნალობის კურსიდან. პასუხიად კი მიიღეს, რომ ონკოპაციენტებისთვის უწინდებურადდ 25 ათას ლარიანი ლიმიტი არსებობს, თუმცა მძიმე დაავადების მქონე ადამიანები ამ ლიმიტშ ვერ ეტევიან.

მოვიდა პასუხი, რომ უნდა დამეტოვებინა ქვეყანა. დროში ზუსტად დაემთხვა იმას, რომ ფინანსდება თქვენი, ასეთი ნარატივი იყო იქაც გაჟღერებული, რომ ფინანსდება იგივე წამლები და იგივე მკურნალობა. რაც შეეხება საქართველოს, ველოდით, რომ 2024 წლის იანვრიდან უნდა ყოფილიყო ეს დაფინანსება. აი, ყველა რომ ველოდით, ჩემი რამდენიმე ნაცნობიც, ზოგმა მიიღო ძალიან გვიან და დროშ გაეწელა, ზოგმა ნაწილი მიიღო ამ დაფინანსების. აქ რასაც ვყიდულობთ იმდენად ძვირია, რომ მანდ თვეში 900 ევროიან წამალს ვერ ვიყიდით. გამორიცხულია, რომ მაგ ლიმიტში ჩავჯდე, - ამბობს ქართველი ემიგრანტი ეთერ ქურასბედიანი.

კიბოსთან ბრძოლის დღეს, 4 თებერვალს ონკოპაციენტები აქციის მოწყობას აანონსებენ და კიდევ ერთხელ შეახსენებენ ჯანდავის სამინისტროს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის უფლება იყოს დაცული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×