რეზონანსი
29.01.2024

საზოგადოებისათვის თვალის ახვევის მცდელობად აფასებს „ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლის მცდელობას მოევლინოს საზოგადოებას ახალ პოლიტიკურ ცენტრად. მისი თქმით, „მესამე ძალად" თავის წარმოჩენის მცდელობისთვის, ოპოზიციას აქამდეც არაერთხელ მიუმართავს.

„გადაადგილებები, რომლებიც ემსახურება ვითომდა „მესამე ძალის", „მესამე ცენტრის" შექმნას, რა თქმა უნდა, არის საზოგადოებისათვის თვალის ახვევის მცდელობა. რამდენჯერმე უკვე ვიხილეთ მსგავსი ტიპის მცდელობები - იყო ეს 2020 წელს, როდესაც „ლელო" ცდილობდა საზოგადოებისათვის ეჩვენებინა, რომ „მესამე ძალა" იყო, ასევე 2021 წელს, როდესაც გახარიას პარტია შეეცადა „მესამე ძალის" იმიტაციის შექმნას.

მაგრამ ამ განვლილ 2-3 წელში საზოგადოება დარწმუნდა, რომ ისინი ნაცკლასტერის ომისა და ღალატის პარტიის დაკვეთებს ასრულებდნენ, ერთიან ნარატივზე სხედან და არიან ნაცკლასტერის განშტოებები," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის" წევრმა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×