რეზონანსი
29.01.2024

გვაქვს მიზანი, რომ 2030 წლისთვის საქართველო იყოს ბევრად უფრო წინ წასული ეკონომიკურად და საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრების უკეთესი პირობები ჰქონდეთ - ამის საფუძველი შეიძლება შექმნას სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ეს არის მიზანი, რომელიც გვაქვს: 2030 წლისთვის საქართველო იყოს ბევრად უფრო წინ წასული ეკონომიკურად და საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრების უკეთესი პირობები ჰქონდეთ. ამის საფუძველი შეიძლება შექმნას სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და ქვეყანას ჰქონდეს დამსახურებულად ადგილი მოწინავე ქვეყნებს შორის. ეს არის მიზანი და ამ იმედებს გვაძლევს ის შედეგები, რაც დღეს აქვს საქართველოს ამ მიმართულებით, და ის შესაძლებლობები, რაც არსებობს ჩვენს წინაშე", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×