რეზონანსი
29.01.2024

ქვეყანა სწორი ეკონომიკური მიმართულებით ვითარდება, ქვეყანას აქვს არჩეული სწორი პრაგმატული პოლიტიკა, ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ მნიშვნელოვნად ვიყენებთ იმ გაზრდილ როლს, რომელიც შუა დერეფნის კომპონენტიდან გამომდინარე ქვეყანამ აითვისა და გაიზარდა ამ კუთხით ქვეყნის გამტარუნარიანობა როგორც ენერგორესურსების, ისე - აღმოსავლეთ და დასავლეთის მიმართულებით საქონლის გადაადგილების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით, რომელთანაც ქვეყანამ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ესეც მიანიშნებს ქვეყნის განვითარებაზე, პოტენციალზე და, ინვესტირების კუთხით, მას უფრო საინტერესოს ხდის. რამდენიმე წელიწადში, სრულიად რეალურად, საქართველო მიაღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც დამახასიათებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×