რეზონანსი
29.01.2024

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ტაივანიდან, თინა ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების საკითხს გამოეხმაურა.

„ნამდვილად ბევრი კითხვა გაჩნდა და მასზე პასუხი იმ ადამიანებს აქვთ გასაცემი, ვინც ამ თანხებს იღებს და შესაბამისად მოქმედებს. ვფიქრობ, ეს კითხვები მათ უნდა დაუსვათ და საზოგადოებამ უნდა მოისმინოს პასუხები, რას ემსახურება ეს ყველაფერი. ხომ არ არის მიმართული მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანებისკენ", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ტაივანიდან თინა ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მმართველი გუნდი განმარტებებს პარტია ლელოსგან და თინა ხიდაშელისგან ითხოვს. „ლელოში" ხიდაშელის ტაივანთან თანამშრომლობაში პრობლემას ვერ ხედავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×