რეზონანსი
29.01.2024

ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. უახლოეს დღეებში ჩატარდება „ქართული ოცნების" ყრილობა, მანამდე კიდევ ერთი პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უკვე პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იქნება შეთავაზებული ყრილობისთვის. ამის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში. იცით, რომ საგაზაფხულო სესია იხსნება 6 თებერვალს და 6 თებერვლის კვირაში, რეგლამენტის სრული დაცვით მოხდება პრემიერ-მინისტრის და მის მიერ წარდგენილი განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იმედის" ექსკლუზიური ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×