რეზონანსი
29.01.2024

ოპოზიცია რჩება კომენტატორის როლში. სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი საქმიან დისკუსიაში ვერ შემოდის და ახლაც კომენტატორის როლშია, როდესაც ჩვენს გუნდში საკადრო ცვლილებებზე საუბრობს. სინამდვილეში, მათ გულებში ჩახედვის შესაძლებლობა რომ გვქონდეს, მერწმუნეთ, როგორც ადრე ახლაც არ არიან გახარებული ჩვენი გუნდის ასეთი კონფიგურაციით და იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც მიმდინარე წელს ჩვენმა პარტიამ საზოგადოებას შესთავაზა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელი არა მარტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არჩევნებია გასამართი. თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების" გუნდი შეძლებს, მათ წინაშე არსებულ ამოცანებს თავი გაართვას.

„მთავრობა, უკვე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მაქსიმალურად შეძლებენ, რომ ჩვენ ეფექტურად მივაღწიოთ ჩვენს ამოცანებს, რაც მთავარია, ეს არის მანდატის განახლება ჩვენს მოქალაქეებთან არჩევნებში და ჩვენ ვემზადებით არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის. გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×