რეზონანსი
30.01.2024

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE) გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

დაჯილდოებაზე 22 ფინალისტი გამოვლინდა, რომლებმაც საკუთარი საწარმოს შექმნისა და გაფართოების მიზნით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვეს.

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერას და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მინდა მოგილოცოთ პროექტის გამარჯვებულებს და გისურვოთ მომავალი წარმატებები. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ პროექტის მხარდაჭერას", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE) არის სამწლინახევრიანი პროექტი, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობის (Mercy Corps Georgia) მიერ. პროექტის მხარდამჭერები არიან „ლიბერთი ბანკი" და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებს განავითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოთხ რეგიონში და მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×