რეზონანსი
30.01.2024

ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი ვირუსული დაავადების შემთხვევების სტატისტიკაზე საუბრობს - მისი თქმით, ახალი წლის შემდეგ, წითელას სიმპტომებით კლინიკას უკვე 50-ზე მეტმა პაციენტმა მიაკითხა. მათ შორის, საქართველოში ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ.

ინფექციონისტები წითელას შემთხვევების ზუსტ სტატისტიკაზე ვერ საუბრობენ, რადგან პაციენტების ნაწილი ბინაზე თვითმკურნალობას მიმართავს, ნაწილი კი ოჯახის ექიმთან გადის ონლაინ კონსულტაციას. იანვარში, ლაბორატორიულად შესწავლილი ნიმუშებიდან, ვირუსული დაავადების უკვე 16 ფაქტი დადასტურდა. მთელი გასული წლის განმავლობაში კი, "ლუგარის" ცენტრმა მხოლოდ 26 შემთხვევა დააფიქსირა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ივანე ჩხაიძე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ვარაუდობს.

წითელა, ასაკის მიუხედავად, მარტივად გადამდები ინფექციაა. განსაკუთრებულ რისკჯგუფს ბავშვები წარმოადგენენ. ექიმების ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით 10 000 5 წლამდე ასაკის პატარაა, ვისაც წითელას საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული არ აქვს, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს უფრო ზრდის. ინფექციონისტები მშობლებს პატარების დროულ ვაქცინაციას ურჩევენ.

წითელას შემთხვევების მოსალოდნელ ზრდაზე ექიმებმა მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ვირუსულმა ინფექციამ რეკორდული მატება დაიწყო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის 40-ზე მეტ ქვეყანასა და ამერიკის რამდენიმე შტატში, ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად იზრდება. მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტები ქვეყნებს მოუწოდებენ, ვირუსული დაავადების შესაჩერებლად, ვაქცინაციას მიმართონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×