რეზონანსი
30.01.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელ ადრიენ კირალის შეხვდა. როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ადრიენ კირალიმ გამოხატა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის მზაობა, მათ შორის, ევროკავშირთან სექტორული დაახლოების კუთხით.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელ ადრიენ კირალისთან.ადრიენ კირალის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნა მივულოცე და მასთან თანამშრომლობის მზაობა გამოვხატე. ხაზი გავუსვი ევროკომისიასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში.

დეტალურად ვისაუბრეთ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით საქართველოს პარლამენტის მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.

ადრიენ კირალიმ გამოხატა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის მზაობა, მათ შორის, ევროკავშირთან სექტორული დაახლოების კუთხით", - წერს პაპუაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×