რეზონანსი
01.02.2024

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს ახალ პოზიციებზე წარმატება უსურვა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მთელი გუნდი მზადაა ორივე ადამიანს გვერდით დაუდგეს.

„მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ირაკლი კობახიძეს ახალ პოზიციაზე, ასევე მინდა წარმატება ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს. ეს ორივე პოზიცია არის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის.

რა თქმა უნდა მთელი გული ვართ სრულ მზადყოფნაში იმისთვის რომ ამ ორივე ადამიანს მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით. ცხოვრება დინამიურია, ცვალებადია, ყოველთვის იქნება გამოწვევები და მას სჭირდება ადეკვატური გადაწყვეტა. დარწმუნებული ვარ, მთავრობა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მსგავსი ტიპის გამოწვევებს გაუმკლავდება", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

„ქართული ოცნების" გუნდში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, ირაკლი კობახიძე კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×