რეზონანსი
01.02.2024

რეკლამის გარდა არაფერი აკრძალულა. დღემდე შეუძლიათ ადამიანებს, რომ ითამაშონ ტელეფონებიდან, ვალებში ჩავარდნენ და პრობლემები შეექმნათ - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

მისივე თქმით, აზარტულ თამაშები და ამასთან, მევახშეობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და თითოეული მათგანი საჭიროებს აუცილებელ პრევენციასა და აკრძალვას. პოლიტიკოსის თქმით, პირველი, რასაც იგი გააკეთებს, აკრძალავს ონლაინ აზარტული თამაშების თამაშს.

„ადამიანების უმეტესობა, 500 000 ადამიანი რატომაა გაშავებული?! აზარტული თამაშების პრობლემა ჯერ კიდევ არ მოგვარებულა, რასაც წლების განმავლობაში გვპირდებოდნენ. რეკლამის გარდა ააფერი აკრძალულა. დღემდე შეუძლიათ ადამიანებს, რომ ითამაშონ ტელეფონებიდან, ვალებში ჩავარდნენ და პრობლემები შეექმნათ. 500 000 კაცი ბანკიდან რომ სესხს ვერ აიღებს, მიდის და ფულის საშოვნელად მევახშისგან სესხულობს თანხას, ბოლოს კი მშობლებისგან დატოვებულ სახლ-კარსაც კარგავს. ამიტომ, პირველი, რასაც გავაკეთებ ონლაინ აზარტულ თამაშებს ავკრძალავ", - აღნიშნა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის" ეთერში.

პოლიტიკოსის თქმით, საგანგაშო სტატისტიკაა ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულების რაოდენობის მხრივ და აუცილებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან, აღნიშნული საქმიანობით მიღწეულ მოგებაზე გადასახადი დაწესდეს.

„ეკონომიკური სისტემის გამო, ბოლო წლებია, რაც 11 000 კაცს აქვს ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი, რაც პირდაპირი თაღლითობაა. ბევრი მევახშეა, რომელიც დიდ ფულს აკეთებს ჩვენი ჯიბიდან, მაგრამ გადასახადს არ იხდის. ადამიან რომ მოგება აქვ,ს არ უნდა გადაიხადოს გადასახადი? ყველა ევროპის ქვეყანაში ეს საქმე არის ლიცენზირებადი და დაწესებულია შესაბამისი გადასახადებიც", - განაცხადა პარტია „ხალხისთვის" ლიდერმა გადაცემაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×