რეზონანსი
01.02.2024

„ლელოს" სერიოზული მიზეზი აქვს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, საკმაოდ უარყოფით კონტექსტში წარმოჩნდა მათი ბოლო აქტივობები პიართვალსაზრისითაც, როცა „ფორდ მუსტანგის" გამოგელვებით პოლიტიკური საქმიანობის წინა პლანზე მათ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ასევე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოაგონეს ის, რომ თაღლითობა დაუდასტურდათ და ამ თაღლითობას ვერანაირად უარყოფენ, მით უმეტეს, თავადაც აქვთ იმ ოპერაციის თაობაზე დადასტურებული, რასაც სასამართლომ თაღლითობა დაარქვა. რასაკვირველია, გადაჯგუფება და სტრატეგიის შეცვლაა საჭირო. ახლა მათ მიმართ ყურადღება უფრო ამ კონტექსტში განიხილება, როგორც საერთო ფორმატიდან ამოვარდნილების, ამ კონტექსტში ყოფნა ურჩევნიათ თავად, როგორც „დაუმორჩილებლების" და თანაც, ვითომ გამიჯნულების კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან". თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, ორიენტირებულია საქმეზე",- განაცხადა ვოლსკიმ.

ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა 29 იანვარს გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ლელომ" ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×