რეზონანსი
01.02.2024

დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების სავარაუდო ოფისებში, - ამის შესახებ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების მიმდინარეობისა და შესაბამისი შედეგების შესახებ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

„საქართველოს გენერალური პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად აწარმოებს საერთაშორისო გამოძიებას ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობის გამოვლენის მიზნით. დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების სავარაუდო ოფისებში. ბუნებრივია, გამოძიების მიმდინარეობისა და შესაბამისი შედეგების შესახებ საზოგადოებას როგორც ადრე, აუცილებლად მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას", - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×