რეზონანსი
02.02.2024

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს, ასევე დაზუსტდება მინისტრობის კანდიდატების მოსმენების გრაფიკი. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება. პროცესი ორშაბათიდან ჯერ კომიტეტებში წარიმართება, სავარაუდოდ, მომდევნო ხუთშაბათს კი, პლენარულ სხდომაზე პრემიერობის კანდიდატის დამტკიცება მოხდება.ზუსტად ერთ კვირაში ქვეყანას განახლებული მთავრობა ეყოლება.

როგორც ცნობილია, სამთავრობო კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება და ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. უკვე ყოფილი მინისტრი კი შესაძლოა მალე ნატოში საქართველოს ელჩად ვიხილოთ.

პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება. „ქართული ოცნების" სიაში ის 71-ადგილზეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×