რეზონანსი
02.02.2024

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ თავად ირაკლი ღარიბაშვილი ცვლილებებთან დაკავშირებული მოსაზრების „ძალიან მყარი მხარდამჭერი და ინიციატორი” იყო, თავად გადაწყვიტა, რომ თანამდებობის დატოვება არა ზაფხულში, არამედ თებერვლის დასაწყისში სჯობდა.

"ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება არასდროს ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ასე რომ, მისი მოსაზრება, ნებისმიერ საკითხზე, თუნდაც, საკადრო ცვლილებებზე, არის თემა, რომელიც კარგა ხანი მუშავდება და იხილება. თუკი მას აქვს გარკვეული მოსაზრებები, ამხელა გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული და ვერც ერთ ხინჯს ვერ დამისახელებთ მის მოქმედებაში ან თუნდაც, ანალიზის უნარში, ამაში გასაკვირიც არაფერი უნდა იყოს. ისე ახსენებენ ივანიშვილის მოსაზრებას, გეგონება არაფერი აქვს გაკეთებული და არ უჩვენებია საზოგადოებისთვის რას ნიშნავს თავდადება და ინტელექტუალური მართვა გინდ პარტიის, გინდ - მთავრობის. ასე რომ, ოპოზიციის ამოცანა მხოლოდ დისკრედიტაციის სტრატეგიის განვითარება, წყლის ამღვრევაა, რომ იქ როგორმე პატარა თევზი მაინც დაიჭიროს.

ინიციატორი რომც ყოფილიყო, ეს ის თემა არ არის, რომელიც მისი ინიციატივით და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა მიღებული. ვისგან მოდის წინადადება, მოსაზრება - თავად ირაკლი ღარიბაშვილი. თქვეს კიდეც ჩემმა კოლეგებმა, რომ რასაკვირველია, იყო ამ მოსაზრების ძალიან მყარი მხარდამჭერი, ინიციატორი გარკვეულ ასპექტში, ვინაიდან, თავად გადაწყვიტა, რომ არა ზაფხულში, არამედ თებერვლის დასაწყისში სჯობდა ამ ცვლილების განხორციელება. ასე რომ, როცა გუნდში რაიმე საკითხი იხილება, გინდა ივანიშვილისგან წამოყენებული თემა, თუ ნებისმიერი ჩვენგანის, ეს ნიშნავს სიღრმისეულ ანალიზს. მე არ მგონია, რომ ჩვენს ოპონენტებს ბევრი დარჩათ სალაპარაკო ამ თემაზე", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×