რეზონანსი
02.02.2024

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის აზრით,

იმ ადამიანების სახელ-გვარები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ახალ ძალას ქმნიან, ჩვენი საზოგადოების მეხსიერებიდან ვერასდროს წაიშლება.

„ეს არის ხელოვნური გამიჯვნა. ისინი ხვდებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიექანება ისეთ ჩიხში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს, იმდენად მძიმე ვითარებაშია „ნაცმოძრაობა“, რომ შეიძლება 2024 წლის არჩევნებამდეც კი ვერ მიაღწიოს. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახალ ძალას ქმნიან, ეს არის სრულიად ფარსი. ამ ადამიანების სახელ-გვარები და ის საქმეები, რაც ამ ადამიანებს აქვთ გაკეთებული, ჩვენი საზოგადოების მეხსიერებიდან ვერასდროს წაიშლება“, - აღნიშნა მიქანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×