რეზონანსი
02.02.2024

ახლა მისი [სალომე ზურაბიშვილის] ბოლო ბანაობაა საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას დიდი მოლოდინი არ აქვს, „რომ რაიმე საინტერესოს იტყვის [პრეზიდენტი]. მოჰყვება ზღაპრებს და დააბრალებს ყველაფერს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას".

„პრეზიდენტს ბოიკოტი საზოგადოებამ გამოუცხადა, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია. მას შემდეგ, რაც თვითონ გამოუცხადა ჯერ ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და კონსტიტუციას ბოიკოტი. ახლა, გასაგებია ფორმალური მხარეა მისი ბოლო ბანაობაა საქართველოს პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით. ახლა მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე საინტერესოს იტყვის. მოჰყვება ზღაპრებს და დააბრალებს ყველაფერს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას. შესრულდება ფორმალური მხარე, რომ მოვა პრეზიდენტი და იტყვის თავის სიტყვას",- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×