რეზონანსი
02.02.2024

ობიექტურად, არავითარი მიზეზი არ ექნება არავის, რომ რამენაირად ხელი შეუშალოს მთავრობის დამტკიცებას, ვგულისხმობ პრეზიდენტის ინსტიტუტს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები უფრო მეტად სიმბოლური დატვირთვისაა.

„ზურაბიშვილი არაერთხელ შეეცადა, საკუთარი ხელმოწერისთვის რაღაცა შინაარსობრივი დატვირთვა მიენიჭებინა და ეს ხელოვნურად შეექმნა, სხვათა შორის, კონსტიტუციური წესრიგისა და კონსტიტუციის ნორმების საწინააღმდეგოდ. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, როგორც წესი, უწოდებენ ხან ცერემონიულს, ხან წარმომადგენლობითს და ა.შ. უფრო მეტად სიმბოლური დატვირთვისაა. ამიტომ, ნამდვილად პროგნოზზე ვერ ვისაუბრებ, როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ობიექტურად არავითარი მიზეზი არ ექნება არავის, ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ვგულისხმობ პრეზიდენტის ინსტიტუტს. არის განსაზღვრული პროცედურულად, რომ რაღაცას ხელი უნდა მოაწეროს კონკრეტულმა პირმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია, იმსჯელოს, თუ რამდენად კარგი ან ცუდია გადაწყვეტილება", - განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, კითხვაზე რა მოხდება, თუ პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მთავრობის შემადგენლობას, სარჯველაძემ განაცხადა, რომ „ეს იქნება ძალზედ დესტრუქციული ნაბიჯი."

„ამიტომ, ვარაუდითაც არ მინდა, დავუშვა, რომ ასეთი რამ მოხდეს", - აღნიშნა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×