რეზონანსი
02.02.2024

ოპოზიციაში უფრო მეტად ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის, ვიდრე პირველი დღისთვის, თუმცა ჩვენი რჩევაა, პირველი დღისთვის მოემზადონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე და არავის მისცემენ საშუალებას, „მოქალაქეების ხმები სანაგვეში გადაყარონ".

„სხვათა შორის, შიგნით ამბობენ, ისე ვემზადებით არჩევნების მეორე დღისთვის, ერთი სული გვაქვს, ეს დღე როდის დადგებაო. ამას ამბობენ ოპოზიციის შიგნით და, რეალურად, ასეც არის. ისინი უფრო მეტად ემზადებიან მეორე დღისთვის, ვიდრე პირველი დღისთვის, თუმცა ჩვენი რჩევაა, პირველი დღისთვის მოემზადონ და წინა დღეებისთვის, როდესაც მოქალაქეებს უნდა შეხვდნენ, აუხსნან, ვინ ჰყავთ ლიდერები, რომლებიც პროგრამების შესრულებას შეძლებენ, რა არის მათი პროგრამები და რით სჯობს სხვის პროგრამებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ იყოს პროგრამების და ლიდერების შეჯიბრი, თუმცა, მაღალი ალბათობით, მათი მხრიდან იქნება დესტრუქცია და სამზადისი არჩევნების მეორე დღისთვის, მაგრამ რაც წინა არჩევნებზე დაავიწყდათ, ის არ უნდა დაავიწყდეთ ახლაც, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, მოქალაქეების ხმები სანაგვეში გადაყაროს, არავის მივცემთ უფლებას და საშუალებას, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით სცადონ რომელიმე ოთახში შესვლა. ამის მცდელობები იყო და ნახეთ, როგორც დასრულდა", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×