რეზონანსი
02.02.2024

ოპოზიციასთან ცალკე შეხვედრა გაიმართება პრემიერობის კანდიდატის. ყველას ექნება საშუალება, თუ რაიმე გონივრული, საქმიანი თუ გნებავთ, კრიტიკული შენიშვნა აქვს, რომ გამოთქვას, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„მომავალი კვირიდან კომიტეტებში გაიმართება მოსმენები. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარდგება სამთავრობო პროგრამით, რომელიც გათვლილი იქნება 10 თვეზე, რადგან მერე არჩევნები მოდის. გარკვეულწილად, სამოქმედო გეგმა უკვე არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის სახით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტია, მაგრამ ახალი პრემიერის მხრიდან ახალი მიდგომებიც იქნება, ახალი ინიციატივები. მართალი გითხრათ, ოპოზიციის მხრიდან რაიმე მნიშვნელოვან, კონსტრუქციულ, ან აზრიან კითხვებს ნაკლებად ველოდებით. რაც შეეხება ობსტრუქციას, მათი [ოპოზიციის] ობსტრუქცია ჩვენთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ოპოზიციასთან ცალკე შეხვედრა გაიმართება პრემიერობის კანდიდატის. ყველას ექნება საშუალება, თუ რაიმე გონივრული, საქმიანი თუ გნებავთ, კრიტიკული შენიშვნა აქვს, რომ გამოთქვას", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს ბიუროს სხდომაზე სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×