რეზონანსი
02.02.2024

საქართველოში, 2023 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 442 ადამიანი დაიღუპა, 7 310 კი - დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ქვეყანაში 5 594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, მათგან ყველაზე მეტი ფაქტი დედაქალაქში დაფიქსირდა.

ავტოკატასტროფის შემთხვევების სავარაუდო მიზეზებად კი სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა, ან გასწრების წესების დარღვევა, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, დისტანციის დაუცველობა და სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა სახელდება.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს - შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი - 1 855 შემთხვევა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მოხდა, რა დროსაც 104 ადამიანი დაიღუპა, 2 898 კი დაშავდა. ამასთან, ამავე პერიოდში, ქვეით მოსიარულეზე შეჯახების 1 638 ფაქტი აღირიცხა, რის შედეგადაც 95 ადამიანი დაიღუპა, 1 665 კი დაშავდა.

ცნობისთვის, 2022 წელს ქვეყანაში, სისხლის სამართლი კოდექსის შესაბამისად, 5 469 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 430 ადამიანი დაიღუპა, 7 517 კი - დაშავდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×