რეზონანსი
02.02.2024

ვერასოდეს იქნება ნიკა გვარამია „ნაცმოძრაობის" გარეშე. გვარამია პარტიის იდეოლოგი და შემოქმედი იყო და დღემდე რჩება ასეთად, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას" განუცხადა.

„უახლოეს ისტორიაში ჩვენ ვართ მომსწრე პოლიტიკური პროცესების, როდესაც „ნაცმოძრაობის" ლიდერები, მათ შორის ნიკა გვარამია თავისი სუბიექტური მიზნებისთვის იყენებდა ჯერ სახელმწიფოს, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და მერე „ნაცმოძრაობას", როდესაც ოპოზიციაში იყვნენ. მისი არცერთი განაცხადი დასაჯერებელი რა თქმა უნდა არ არის. ახლა საქმე გვაქვს ორიგინალურ შემთხვევასთან - მას უნდა „ნაცმოძრაობის" ხარჯზე გავიდეს პარლამენტში, მაგრამ უნდა, რომ გაემიჯნოს „ნაცმოძრაობას". ვერასოდეს იქნება ნიკა გვარამია „ნაცმოძრაობის" გარეშე. ის [გვარამია] მისი [პარტიის] იდეოლოგი და შემოქმედი იყო და დღემდე რჩება ასეთად" , - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

საჯარო განცხადებებით „ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯნული ნიკა გვარამია პოლიტიკურ მომავალს ამ გუნდთან თანამშრომლობის გარეშე ვერ ხედავს. ამას მისივე განცხადებები ადასტურებს, საიდანაც ირკვევა, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს, კოალიციური მთავრობის ფორმირება „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე მას ვერ წარმოუდგენია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×