რეზონანსი
03.02.2024

რეიტინგებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა წარმოებული, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის რეპუტაციისთვის და ასევე იმისთვის, რომ ეკონომიკურ აგენტებს მსოფლიოს მასშტაბით, ინვესტორებს, ბიზნესმენებსა თუ დაინტერესებულ პირებს, ჰქონდეთ მაღალი ნდობა ქვეყნის მიმართ ან არ ჰქონდეთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

„ქვეყნის წარმატება მსოფლიო მასშტაბით, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია, თუ როგორ გაფასებენ პირუთვნელი საერთაშორისო შემფასებლები. ეს მნიშვნელოვანია აგრეთვე ხელისუფლებისთვისაც, რომ დაინახოს თავისი ადგილი მსოფლიოში - თუ რომელი სიძლიერისა და განვითარების ქვეყნებს ედრება, ამა თუ იმ თვალსაზრისით. რა არის გამოსასწორებელი. ეს მნიშვნელოვანია პოლიტიკის დაგეგმვისა და განვითარებისთვის“, - აღნიშნა დუნდუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×