რეზონანსი
04.02.2024

მათ უნდათ საზოგადოებამ დაივიწყოს, რომ ისინი ნაციონალები არიან. მათი მცდელობა მიმართულია აქეთკენ და არა იმაში, რომ გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან - დავაშავეთ და ასეთი აღარ უნდა განმეორდესო, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ნაციონალები ძალიან გვიან მიხვდნენ, რომ საზოგადოება არ იქნება შემწყნარებელი იმასთან დამოკიდებულებაში, რაც ხდებოდა საპატიმროებში და სხვა დაწესებულებებში. ამიტომ დაიწყეს პარტიისგან გამიჯვნა.

საზოგადოებას ვერც ერთ შემთხვევაში თვალში ნაცარს ვერ შეაყრიან და ვერ ეტყვიან, რომ ეს ადამიანები ჩვენ ვიყავით, მაგრამ იმ „ბრენდის“ ქვეშ სხვანაირად ვმოქმედებდით და ახლა, ახალი „ბრენდის“ ქვეშ სხვანაირად ვიმოქმედებთო - ამაში საზოგადოებას ვერ დაარწმუნებენ. საზოგადოებას კონკრეტული სახელებითა და გვარებით ახსოვს ყველა, ვინ რაზეა პასუხისმგებელი“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამიჯვნას ცდილობს და არჩევნებში ბრძოლას ახალი პარტიითა და ძველი სახეებით გეგმავს. გაერთიანებაში ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას ხედავს, დაწყებული აქვს კონსულტაციაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×