რეზონანსი
04.02.2024

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა გეგმავს, მომავალ კვირას კენჭი უყაროს ისრაელის დახმარების კანონპროექტს უკრაინის საკითხის გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, ეს საჭიროა, რომ ისრაელმა, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, დახმარება დროულად მიიღოს. უკრაინისა და ისრაელის დახმარებების ერთობლივი პაკეტის განხილვის დრო ki axla არ არის.

კანონპროექტი ითვალისწინებს 17,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ისრაელის სამხედრო დახმარებისთვის და რეგიონში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებისთვის.

გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა 106 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის გამოყოფისთვის, საიდანაც 61 მილიარდი გათვალისწინებული იქნება უკრაინისთვის, 14,3 – ისრაელისთვის, ორი მილიარდი – ტაივანისთვის, ასევე 6,4 მილიარდი – აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოებისთვის, თუმცა რესპუბლიკელები აღნიშნული ერთობლივი პაკეტის დამტკიცებაზე უარს აცხადებენ აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად ზომების მიღების გარეშე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×