რეზონანსი
04.02.2024

სავარაუდო თაღლითობა "ქართული ოცნების" სახელით - კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერმის მოსახლეობა შველას ითხოვს და ამბობს, რომ მასშტაბური თაღლითობის მსხვერპლები გახდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მმართველ პარტიასთან აფილირებულმა გავლენიანმა ბიზნესმენმა, დავით ჯემალოღლიმ, მათი კუთვნილი 2 მილიონამდე ლარის ღირებულების პირუტყვი გაყიდა, თანხა კი მეპატრონეებს არ მისცა.

ფერმერების თქმით, ბიზნესმენი ვალის დაბრუნებაზე მათ უარს ეუბნება, იმუქრება და ამბობს, რომ ხალხის ფული ე.წ. კანონიერ ქურდებს ჩააბარა.

ცნობისთვის, დავით ჯემალოღლი კასპის მუნიციპალიტეტში დიდი გავლენით სარგებლობს. ის რამდენიმე კომპანიას ფლობს. მას სოფელ ფერმაში მოწყობილი აქვს საქონლის სასაკლაო, სადაც "ქართული ოცნების" დროშაა აღმართული. ადგილობრივები მას სწორედ მმართველი პარტიის წარმომადგენლად იცნობენ, რადგან, მათი თქმით, ბიზნესმენი წინასაარჩევნოდ "ოცნების" სასარგებლოდ მუშაობს ხოლმე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×