რეზონანსი
06.02.2024

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა რუსული „ეფესბეს" ჯაშუშების ქსელი, რომელშიც უკრაინული სპეცსამსახურების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები შედიოდნენ.

უწყების ინფორმაციით, სპეცოპერაციის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 5 ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს და უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხარეო სამმართველოს მოქმედი თანამშრომელი.

საქმის ფიგურანტებს ჰყავდათ ერთი კურატორი - „ეფესბეს" თანამშრომელი, რომელიც ახლა ყირიმში იმყოფება. აგენტურული ქსელის ამოცანას წარმოადგენდა აგრესორისთვის ინფორმაციის გადაცემა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგოობიექტების შესახებ.

გამოძიების მტკიცებით, საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი „ეფესბემ" ჯერ კიდევ ომამდე გადაიბირა, როდესაც ის ჯერ კიდევ თანამდებობაზე იყო. მას შემდეგ ის „ეფესბეს" ინფორმაციას აწვდიდა უკრაინული ჯარის შესახებ, ომის დაწყების შემდეგ კი უკრაინაში უცხოური შეიარაღების მიწოდების არხების შესახებ ინფორმაციის გადაცემაც დაიწყო. „ეფესბესთვის" გადაცემული ინფორმაცია ასევე მოიცავდა საიდუმლო მასალებს როვნოს და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურების შესახებ.

ხუთივე დაკავებულს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×